თავდასხმა “სპარში” – მომხმარებელმა კონსულტანტს თავის არეში დაზიანება მიაყენა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, “სპარის” მარკეტში მომხმარებელი კონსულტატს თავს დაესხა.
მომხმარებელი და თანამშრომელი დღეს, გამთენიისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მომხმარებელმა კონსულტანტს თავის არეში დაზიანება მიაყენა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ.
კონსულტანტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკავებულია 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 118 მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.