მოპედით ავარიისას დაშავებული ასპინძელი მოზარდი გარდაიცვალა
ასპინძაში მომხდარი ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელიდან ერთ-ერთი დღეს საღამოს გარდაიცვალა. თ.ნ.-ს ასპინძაში სავარაუდოდ, ხვალ გადაასვენებენ.
დაშავებული მეორე მოზარდის ლ.მ-ს მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 25 დეკემბერს, ასპინძაში მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. გარდაცვლილი თ.ნ. კატასტროფის მანქანამ ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება შს სამინისტროს იფორმაციით, სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.