ბიძინა გეგიძემ წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სურსათი და ტკბილეული გადასცა.
„დღეს, ჩემი ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, წყნეთის მოხუცთა თავშესაფარს ვესტუმრე და აქ მყოფ არაჩვეულებრივ ადამიანებთან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ვისაუბრეთ. ყველაზე საყვარელ ხალხს, ჩვენს მოხუცებს, განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომას ესაჭიროებათ. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და სრულიად საქართველოს. სასიკეთო ცვლილებები და იმედების გამართლება მინდა ვუსურვო ჩვენს ხალხს 2020 წელს,“ – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
როგორც წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა აღნიშნეს, ბიძინა გეგიძე სისტემატიურად სტუმრობს თავშესაფარს, რაც მათთვის დიდი დაფასებაა.
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი