მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს, ვიცი, რასაც ვამბობ
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოდბის მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა. მისი თქმით, ექიმი მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა.
“ვაჟა სახლშია, მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, სხვადასხვა პარტიების, რაღაცა შეჯიბრიც ჰქონდათ ერთმანეთში, კარგი გაგებით, ვინ უფრო მეტს გააკეთებდა მისთვის. ჩვენი ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა პარტია ერთად აღებული. ყველას დიდ მადლობას ვუხდი და არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს, ვიცი, რასაც ვამბობ. გუშინ მეღიმებოდა, ყველა იმას ამბობდა მე გავათავისუფლე, მე გავათავისუფლეო. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გუშინ გათავისუფლდა.