წალენჯიხაში ავარიას 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
წალენჯიხაში ავარიას 40 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც წალენჯიხიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.
გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონის მკვიდრია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.