სოფელ შამგონაში 35 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ შამგონაში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.

ოჯახის წევრებმა, 35 წლის ქალი, 3 მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგია, ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სოფლის რწმუნებული დემნა ხუბუა აცხადებს, რომ შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

“დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, არ ვიცი მიზეზი. ოჯახის წევრებმა იპოვეს ბოსელში ჩამომხრჩვალი, სხვა არაფერი ვიცი”,- განაცხადა დემნა ხუბუამ.

გარდაცვლილის 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, უმცროსი წლის და 2 თვისაა. შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები