აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით ვაჟა გაფრინდაშვილის შინ დაბრუნებასთან დაკავშირებულ სიხარულს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება. განცხადების თანახმად, აშშ კვლავ ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
​ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.​
​​შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები