გორში ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი გაიხსნა

გორში, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმი ​საზეიმოდ გაიხსნა.

“გორის კერამიკული ნაწარმი განსაკუთრებით ცნობილი იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. შუაგულ ქართლში მზადდებოდა როგორც ყვითელ, ასევე, მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატული თიხის ჭურჭელი და ორნამენტული ფიგურები. თიხის თანამედროვე ოსტატი, გიორგი ტატულაშვილი კი, რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია, რომელიც წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციას აგრძელებს”,-ნათქვამია გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები