„ხატვა მარტოსულის პროცესია“… – როგორ შეიქმნა „ქალი ცხენები“ და რა ფერისაა ნატვრისთვალი?

დაიბად თბილიში, პროფესიით არქიტექტორი და მხატვარდიზაინერი. ყავს 2 შვილი და დიდი ოჯახი. ფერწერაში 2 წელია მოღვაწეობს. 1 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჰქონდა პერსონალური გამოფენამე და ჩემი სამყარო“. ერთი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა.
ამბობს, რომ ყოველ ახალ წელს ახალი იმედებით და ახალი გეგმებით ხვდება, რომ შეეძლოს, სამყაროს უფრო ღია ფერებს შემატებდ და ხალხს უფრო მეტად ხალისიანს გახდიდ. – არქიტექტორისა და მხატვარ-დიზაინერ ნინო ხარატიშვილის პერსონა.

– ჩემი ბავშვობა და ჩემი ლამაზი ოჯახი სითბოს, სიყვარულსა და ერთგულებას უკავშირდება. ბავშვობიდან ვხატავ. აგრეთვე მამაც ხატავს. არქიტექტორ-მხატვარ-დიზაინერობა ჩემი არჩეული პროფესიიაა ხელოვნების დიდი სიყვარულის გამო.
სტუდენტობა ძალიან ხალისიანი და ამავდროულად საინტერესო მქონდა. პროფესიით არქიტექტორმა სულ რაღაც 2 წელია, 2017 წლიდან, ჩემით გადავწყვიტე, ფერწერაში გამომეცადა საკუთარი თავი და 2 წლის შემდეგ, 2019 წლის 1 ნოემბერს, მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „მე და ჩემი სამყარო“.

„ნატვრის ხე“

ეს სახელწოდება დავარქვი, რადგან სამყარო ჩემთვის ფერადი და მრავალფეროვანია, რადგან სამყაროს ყველა ბინადარი მიყვარს და მეც ჩემი გამოფენით ჩემი თვალით დანახული სამყარო წარმოვადგინე. ამის გარდა, მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში. შესული ვარ საგაზაფხულო და საშემოდგომო კატალოგებში.
– პირველი ნამუშევარი…
– ჩემი პირველი ნამუშევარი იყო „ნატვრის ხე“. ამ ნახატს მოჰყვა უამრავი, 60-მდე ტილო. მქონდა ბევრი ჯგუფური გამოფენა. აქედან გამოვარჩევდი 8 მარტის გამოფენას, სადაც ნამუშევრით – „წარმატებული ქალი“ ვმონაწილეობდი. 8 მარტის ჯგუფური გამოფენის კატალოგში სწორედ ეს სურათი შევიდა, ახალი გამოფენის კატალოგში 4 ტილოთი და ავტობიოგრაფიით მოვხვდი.
ნატვრის ხეზე ქოლგა და პეპელა ჰკიდია.
– ცხოვრებისეული გეგმაა ასახული… ხე ბედნიერებაა, ქოლგა – ოჯახი. პეპელა კი უმწეობა და დაუცველობაა.
– „წარმატებული ქალი“…
– ყოველთვის, როცა ნახატს ვიწყებ, არ ვიცი, რა გამოვა. წარმატებული ქალი… შიშველი ზურგი ასოცირდება დაბადებასთან, როდესაც არაფერი გაგვაჩნია და უამრავი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს წარმატების მისაღწევად…
ეს მრავალი ბურთულა დაბრკოლებებია, მაგრამ ხელში რაც უჭირავს, მრავალი დაბრკოლების შემდეგ მიღწეული წარმატებაა…
ნატვრისთვალს ჰგავს
– წარმატების მიღწევაც ხომ ნატვრისთვალივით არის…
– „მოხუცები“…
– კვლავაც შევხვდებით შობას, – ეს აზრია ჩადებული.  მოხუცები დიდი სითბოთი და სიყვარულით  დავხატე. ეს არის ჩემი თვალით დანახული ტკბილი სიბერე…
დაგვიანებული სიყვარული“…
– ეს ახალი ნამუშევარია. ამბობენ, დაგვიანებულ სიყვარულში მეტი სიბრძნეა, უფრო მეტად სძლებს ნაცარმიყრილი ნაღვერდალი…
– „ემბრიონი“…
– მიყვარს ეს ნახატიც…  სიცოცხლის დასაწყისი, როგორი დაუცველია ჩვენი სამყარო… დავხატე ორი ვაჟკაცი, რომლებიც მუცლად ყოფნიდანვე ერთ მუშტად არიან, მინდა სამყაროს მოევლინონ ისეთებად, როგორც ამ სურათშია ასახულია, – ძლიერ ვაჟკაცებად…
– პერსონალურ ამოფენაზე ყველას ფავორიტი ნახატი „ქალი ცხენები გახდა…

„ქალი ცხენები“

– ქალი იმდენად ძლიერია, ცხოვრებას მარტოც შეეჭიდება და ყველაფერს მიაღწევს… ცხენი ჩემთვის უსაყვარლესი ცხოველია და ალბათ ამიტომ დავხატე „ქალი ცხენები“, რომელმაც დიდი სიმპათია დაიმსახურა, ასევე მოეწონათ „მედუზები“ და „სიმშვიდე“ –  გოგონას პორტრეტი.
საბავშვო ნახატებიც გაქვთ…
– უამრავი საბავშვო ნამუშევარი მაქვს – ბაჭიები, სპილოები, ანგელოზები, საახალწლო სათამაშაოები…
– როდის ხატავთ?
– ვხატავ მაშინ, როდესაც მუზა მოდის და… ჩემი მუზები  უსაზღვროა.  ხატვა მარტოსულის პროცესია… მარტო ხარ შენ თავთან, ხატავ იმას, რაც გსურს და არავის შეუძლია, ჩაერიოს შენს გემოვნებაში. ხატვის გარდა, ვმღერი, ვუკრავ ფორტეპიანოზე და ფანდურზე…
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– სამყაროს უფრო ღია ფერებს შევმატებდი და ხალხს უფრო მეტად ხალისიანს გავხდიდი.
– სამომავლოდ…
მომავალში მსურს გავიდე საზღვრებს გარეთ და ჩემი თვალით დანახული სამყარო გავაცნო საზოგადოებას…
უამრავი მუზა მომდისოროდის ხდება ეს უფრო მეტად?
– შუა ღამით ავდგარვარ და დამიხატავს… ტილო „გედები“  ჩემს ორ გედთან, ორ სიყვარულთან ასოცირდება… შუა ღამისას, 4 საათზე ავდექი და 1 საათში დავხატე…
2 შვილი, ქალ-ვაჟი მყავს. 12 წლის ქეთევანი  და 10 წლის ნიკოლოზი.
გედი ყველაზე საყვარელი ფრინველია ჩემთვის, კიდევ, ყველაზე საყვარლები ჩემი შვილები არიან… ფლამინგოებიც მაქვს დახატული, „შეყვარებული ფლამინგოები“ ჰქვია ნამუშევარს…
– ახალი წელი და განცდა…
– ახალი წელი ძალიან მიყვარს, რადგან ყოველ ახალ წელს ახალი იმედებით და  გეგმებით ვხვდები…

თამარ შაიშმელაშვილი

 

„გედები“
„ემბრიონი“
„დაგვიანებული სიყვარული“
„მოხუცები“
„სიმშვიდე“
„მედუზები“




 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები