უფასო კვების პროგრამით მოსარგებლე 90 ბენეფიციარს საახალწლო ნობათი გადასცეს
ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 90 ბენეფიციარს, რომლებიც უფასო კვების პროგრამით სარგებლობენ, მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ნობათი გადასცა.
“ქარელის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს უფასო კვების პროგრამა, სადაც ამჟამად ირიცხება 90 ბენეფიციარი. მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ კატეგორიას საახალწლო ნობათი გადასცა. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, წლის განმავლობაში სადღესასწაულო დღეებში,აღდგომას, მარიამობას და ახალ წელს, მერიის მიერ ხდება მათთვის სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა”,- განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, გიორგი ტიტვინიძემ.