მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით იანვარში ეწვევა, წერს Foreign Policy.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბელარუსთან, „რომელიც მთლიანად მოსკოვის ორბიტაზეა ურთიერთობას ავითარებს“ და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის „ცივი ომის“ დროიდან ყველაზე გაუარესებული ურთიერთობაა.
FP წერს, რომ ბელარუსი „ევროპის უკანასკნელი დიქტატურაა“, რომელმაც 2008 წელს ქვეყნიდან ამერიკის ელჩი სანქციების გამო გააძევა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ისტორიაში პირველად ეწვევა.
თუმცა აღინიშნება ისიც, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს პირველი მაღალი რანგის ვიზიტი არ არის: აგვისტოში, მინსკს აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი სტუმრობდა.