კონსტანტინე გამსახურდია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში, დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
“ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.