როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია – 12 წლის ანზორს ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა აქვს
ცხოვრების განმავლობაში უამრავი მძიმე ამბავს ვიგებთ: მძიმე სენით დაავადებული ბავშვებზე, მშიერი პატარებზე, სიცოცხლით სავსე ენერგიული ახალგაზრდებზე, ადამიანებზე, რომლებიც გრძნობენ რომ განწირულები არიან უსუსურობისთვის და ტანჯვისთვის. მაგრამ ანზორი დავითურის და მისი გმირი დედის ამბავმა უბრალოდ გაგანადგურებთ.
მაიასთან საუბარი ძალზედ რთული აღმოჩნდა. 12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა… ეს საშინელება იყო…
– მაია, როდის შეიტყეთ ანზორის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ?
მაია: ანზორი ჯანმრთელი დაიბადა. ბედნიერები ვიყავით. ავადმყოფობის არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. ორი თვის შემდეგ შეტევები დაეწყო… მერე აგვისტოს ომის დროს სახლიდან გამოვიქეცით და ანზორის მდგომარეობა დამძიმდა. ერთი კლინიკიდან მეორეში დავრბოდით. ექიმებმა „გაგვახარეს“, გვითხრეს რომ ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა აქვს და რომ განკურნების არანაირი შანსი არ გვაქვს. არ დავიჯერეთ. სხვა ექიმებთან მივედით, მაგრამ პასუხი ყველგან ერთნაირი იყო. არ ვიცი ეს როგორ გადავიტანე.
–მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?
მაია: ამის გახსენებაც არ მინდა. ქმრის მშობლები ამბობდნენ, რომ ანზორი მათ გვარს არცხვენს, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია… მეუღლემ კი ასე, ბედის ანაბარა დაგვტოვა…
– როგორია თქვენი ერთი დღე.
მაია: 12 წელია ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს გავს. ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის. ხშირი გულყრები აქვს. ზოგჯერ რამეც ეღვიძება და საწოლიდან წამოხტება… იატაკზე ვარდება და თავს ურტყამს. თუ არ გავაჩერეთ, შეიძლება თავი გაიტეხოს… კრუნჩხვები შეიძლება ნებისმიერ დროს დაეწყოს, ამიტომ მისი ერთი წამით უყურადღებოდ დატოვებაც არ შემიძლია. და ასე ყოველ დღე. ეს ჩემი ნათესავების სახლია. ვიცი რომ მათ პრობლემებს ვუქმნი. თვითონაც ადგილი არ ყოფნით… თან ანზორის ტირილის და ყვირილის განუწყვეტელი მოსმენაც დამღლელია… ვიცი. წამლები, რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება თვეში 700 ლარს ოდენობისაა. პამპერსზე და საკვებზე აღარაფერს ვამბობ. ეს წამლები ანზორისთვის ჰაერივითაა. მე კი ნახევარსაც ვერ ვყიდულობ…
– როგორი წარმოგედგინა შენი ცხოვრება სანამ ანზორი დაიბადებოდა?
მაია: თავად ბავშვი ვიყავი ანზორი რომ შემეძინა. ორსულობისას წარმოვიდგენდი, როგორ ჩავეხუტებოდი, როგორ ვასწავლიდი ლაპარაკს, როგორ ვისეირნებდით ერთად. ლექსებს როგორ იტყოდა, ერთად როგორ დავხატავდით…
–ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების დედებს რას ეტყოდით?
მაია: ვეტყოდი, რომ ღმერთის იმედი არ დაკარგონ. გაუფრთხილდნენ ნერვებს და ჯანმრთელობას – თქვენს გარდა თქვენს შვილებს ვერავინ მიხედავს! არ იტიროთ – ეს საქმეს არ შველის და თქვენც ენერგიას წაგართმევთ.
–შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის დაეხმარებოდით?
მაია: ყველა დედას, ვისაც ბავშვი ავად ყავს, ვინც მარტო ზრდის შვილებს… ჩემზე უკედ არავინ იცის მათი პრობლემების შესახებ.
მეგობრებო, თქვენი იმედი გვაქვს! დავუდგეთ გვერდში ამ ოჯახს. წამლები, პროდუქტები, საოჯახო ნივთები, პამპერსი, ტანსაცმელი… მათ ყველაფერი სჭირდებათ! ერთად ღვთის შეწევნით ხომ ყველაფერს შევძლებთ!
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს. მათი მისამართია: ზაჰესი, ბარაკები. ტელ: 557 97 73 98
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ მათ შესახებ.
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი: GE15TB7194336080100003,
ლიბერთი ბანკი: GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი: GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ანზორ დავითური)
ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/530-davituri/
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: NovaTechnology, TBCpay, ExpressPay
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მეგობრებო, თუ თქვენ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირის შესახებ, მოგვწერეთ ჩვენ, რათა გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენი ელექტრონული მისამართია: office-fsp@fsp.ge. ჩერნოვეცკის ფონდი