თურქეთში, სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად დაშავებულთა შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თურქეთში, კაისერის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, დაშავებულთა შორის, ამ დროის მონაცემით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ამ დროის მონაცემებით, თურქეთში საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე, საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი შეტყობინება არ შესულა“.

კაისერის პროვინციაში შემთხვევა ღამის 3:00 საათზე მოხდა. დაშავებულია 23 ადამიანი, ყველა მათგანი ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები