თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს
თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს.ღონისძიება თელავის დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელი ეწრებოდა.
მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა,რომ სამინისტრო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კორპუსის რეაბილიტაციას დააფინასებს და ერთ- ერთ კორპუსში, ქართულ- გერმანული უმაღლესი პროფესიული კოლეჯი განთავდსება.
-“ეს იქნება სამინისტროს საჩუქარი, თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტისათვის. ქართულ- გერმანული კოლეჯი კი აგრარული მიმართულების იქნება და უნივერსიტეტის წიაღში აღმოცენდება “- აღნიშნა ჩხენკელმა.
უნივერსიტეტის რექტორის, ირმა შიოშვილის ინფორმაციით, კორპუსების რეაბილიტაციის საკითხი უნივერსიტეტისთვის მოულოდნელი ინფორმაცია აღმოჩნდა.
-“პირველ კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. განცხადება ყველა კორპუსის რეაბილიტაციის შესახებ, სიურპრიზი იყო ” – განაცხადა შიოშვილმა.
უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს, პარლამენტის წევრები და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებიც ესწრებოდნენ.