მამუკა მდინარაძე დეპარტამენტის განცხადებაზე: ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იტყუება, იმაზე რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ნეგატიურად აფასებს.

მისივე განცხადებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ იმის შესახებ, რაც შავით თეთრზე წერია.

​”აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა:

1. მხარს ვუჭერთ უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს.

2. მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს.

3. მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ.

4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.

5. აშშ გააგრძელებს, თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად.

პირველი: ზოგადი მესიჯი, – მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასება.
​მეორე და მესამე: საქართველოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემების (სასამართლო რეფორმის და მიმდინარე დიალოგის) პოზიტიური შეფასება.
მეოთხე და მეხუთე: მომავალზე ორიენტირებული მესიჯები, – მოწოდება მიღწეული პროგრესის განმტკიცებაზე და ხელშეწყობის გაგრძელების დაპირება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს, ანუ იტყუება იმის შესახებ, რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია, ჩანს!..

​წარმოიდგინეთ, რაც ასე აშკარად არ ჩანს და პოლიტიკოსებისგან უნდა გაიგოს ხალხმა, იმაზე რას აკეთებენ…”-წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები