შუახევში სამი სახლი იწვის
შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ვანში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
ამ წუთებში ადგილზე შუახევის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტი ოჯახებს პირველად დახმარებას გაუწს. ზარალის დათვლისა და შესწავლის შემდეგ კი ოჯახებთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.