„საშიშროება, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას არ ემუქრება” – ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე ხანძარია

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ტყეში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას ესაზღვრება ხანძარის კერა კვლავ მძვინვარებს. წალენჯიხის მერის მოადგილის ცოტნე შონიას ინფორმაციით, ხანძრის კერების ჩასაქრობად, ქართულმა მხარემ ოკუპანტებს დახმარება შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღეს.
„საშიშროება, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას არ ემუქრება, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას. ჩვენი მრავალი მხრივ მცდელობისა, რომ ჩვენი სამაშველო ბრიგადები გადასროლილიყო იმ მთის ფერდობზე სადაც ხანძარია, სამწუხაროდ უფლება არ მოგვცეს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მძვინვარებს ცეცხლი და ეს უხეში გათლებით, რაც აქიდან ჩანს 20 ჰეკტრამდე ტყის ფართობი იწის“ – განაცხდა ცოტნე შონიამ.
“რეგიონულ კვირას” აღნიშნული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არის, უსაფრთხოებისთვის ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, დე ფაქტო აფხაზეთის მხარეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები