მარტვილში ხანძრის 80% ლოკალიზებულია

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, დავით ფარცვანიას ინფორმაციით, მარტვილში ხანძრის 80% ლოკალიზებულია.

“მარტვილში, სოფ.ბალდაში ხანძრის 80% ლოკალიზებულია. მობილიზებულია 50 მეხანძრე მაშველი და დღის ბოლომდე, თუ დამატებითმა ექსცესებმა არ იჩინა თავი, მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია.
საგანგაშო არაფერია, რადგან იწვის ფოთლოვანი საფარი და სახანძრო სამაშველო სამსახურის სწორი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.
ასე რომ, არც საჭყონდიდოს ფილტვები იწვის და არც არანაირი საფრთხე ემუქრება”- განაცხადა დავით ფარცვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები