ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს

ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ გაავრცელა.

ამასთან, ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამხედრო „ბრძოლის ველზე“ დაიღუპა. სამხედროს ვინაობა იქამდე არ გავრცელდება, სანამ მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ნათესავები არ შეიტყობენ.

როგორც „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, სამხედრო აფეთქების შედეგად კუნდუზის პროვინციაში დაიღუპა.

ავღანეთში 20 ათასი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. წელს ავღანეთში ათზე მეტი უცხოელი სამხედრო მოსამსახურეა მოკლული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები