იდლიბში რუსეთი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს – მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია
რუსული ავიაცია სირიაში, იდლიბის პროვინციაში დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.
Anadolu იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო იერიშებს 9 მშვიდობიანი სირიელი ემსხვერპლა.
დარტყმები ქალაქ მაარაფ ალ-ნუმანსა და რამდენიმე სოფელზე განხორციელდა.
გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო ძალებმა სატრანსპორტო გზებიც დაბომბეს, რომელსაც მოსახლეობა თურქეთის საზღვრამდე გასაქცევად იყენებს.
ამის პარალელურად ბასარ ასადის ავიაციამ დარტყმები ქალაქ სერაქებსა და რიგ დასახლებულ პუნქტზე მიიტანა.