ოკუპირებულ გალში ტყე იწვის

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ტყეში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას ესაზღვრება ხანძარია. წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ხანძრის კერები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არის.
“რეგიონულ კვირას” აღნიშნული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არის, უსაფრთხოებისთვის ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, აფხაზურ მხარეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები