აქუცში მრავალფუნქციური სოფლის სახლის რემონტი მიმდინარეობს

ქედაში სოფელ აქუცში სასოფლო კლუბს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ,,სოფლის მხარდჭერის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. უკვე შეიცვალა შენობის სახურავი, იატაკი და ჭერი. ასევე შებათქაშდა კედლები, შეიღება გარე და შიდა ფასადებიც.
შენობის რეაბილიტაცია მოსახლეობამ მოითხოვა. აქვეა განთავსებული სამედიცინო პუნქტიც, რომელსაც ასევე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 50 500 ლარი დაიხარჯება
სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – როლანდ ბერიძემ დაათვალიერა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები