ხულოს დრამატულ თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი „საგალობელი აპრილს“ გაიმართა

აჭარის კულტურის სამინისტროს ახალი პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს დრამატულ თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი „საგალობელი აპრილს“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს.
საღამო მრავალჟამიერით დასრულდა.

“ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი, აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე, სამინისტროს და ადგილობრი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და მუნიციპალიტეტის კულტურული პოტენციალის ზრდა.

„კულტურა მთაში“ – პროექტის ფარგლებში მორიგი ღონისძიება 29 მაისს გაიმართება, რომელიც ოჯახის სიწმინდისა და ეროვნული სამოსის დღეებს მიეძღვნება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები