ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ თაიაში ზეთისხილის ნერგების დარგვაში მიიღო მონაწილეობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, მერის წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, სოფელ თაიაში ზეთისხილის ნერგების დარგვაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ჩხორუწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზეთისხილის ბაღი, სადაც ნერგები დაირგო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II სახელობის იქნება.
ბაღი სოფელ თაიაში, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა.

იზორიას თქმით, ბაღი წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება, გამწვანდება და სოფელ თაიაში განსაკუთრებულ გარემოს შექმნის.

,,აღნიშნული ინიციატივა გარემოს დაცვის, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და მუნიციპალიტეტში მწვანე სივრცეების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს სივრცე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სახელობის იქნება. პატრიარქის ღვაწლი და სიყვარული სამშობლოსადმი თითოეული ქართველისთვის მისაბაძი მაგალითია. მჯერა, რომ ეს ბაღი წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება, გამწვანდება და სოფელ თაიაში განსაკუთრებულ გარემოს შექმნის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის,” — აღნიშნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ.

მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონმა ეგნატემ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა ზეთისხილის ბაღის გაშენებაში გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, როგორც გარემოს დაცვის, ისე სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრების გაძლიერების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები