რეინჯერებისთვის ტრენინგი, “საფეხმავლო ბილიკის განვითარება” ჩატარდა
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს თემაზე „რეინჯერებისთვის საფეხმავლო მარშრუტების განვითარება“ ტრენინგი ჩაუტარდათ.
სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ალგეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების ადმინისტრაციების რეინჯერებმა.
მსგავსი სახის ტრენინგი 5 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა, რომელშიც ოცივე ადმინისტრაციის 300 რეინჯერი მონაწილეობდა. ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა შეიძინეს სპეციფიკური უნარ-ჩვევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საფეხმავლო მარშრუტების ტიპები, საფეხმავლო მარშრუტების ბრენდირება და ნიშანდება, სპეციფიკური ზონები, მონიშვნა და მოპირკეთება, საფეხმავლო მარშრუტების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული მოთხოვნები და მისი შემდგომი მოვლა-შენახვა. მიღებული ცოდნა მათ მისცემთ პრაქტიკულ შესაძლებლობას დაცული ტერიტორიების ფარგლებში ექსპლუატაცია გაუწიონ უსაფრთხო საფეხმავლო მარშრუტებს.
ტრენინგი ახალი საგრანტო პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია, დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებისა და დაცული ტერიტორიების მართვის გეგმების შესაბამისად