არჩილ თალაკვაძე: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე გამოძიება გარემოების შესწავლის შემდეგ ყველა კითხვას გასცემს პასუხს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებისგან სწრაფი რეაგირება მოხდა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

მან მადლობა გადაუხადა ექიმებსაც.
„იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გუშინ და მაღალპროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს ბატონ ცოტნეს. დიდი იმედი გვაქვს, ის მალე გამოჯანმრთელდება.
​დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველების მხრიდან ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან სწრაფი რეაგირება იყო. როდესაც ყველა გარემოება იქნება შესწავლილი, უკვე გამოძიება გასცემს კითხვებზე პასუხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

​საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები