ხანძარი ხევსურეთში – ალპურ ზონაში ცეცხლი ბალახს უკიდია

ხევსურეთში მეხანძრე მაშველები მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ალპურ ზონაში ცეცხლი დაბალ ბალახს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, ტერიტორია დასახლებული პუნქტისგან მოშორებითაა და საფრთხე არავის ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “კვირას” განუცხადეს, რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სატყეო რეინჯერები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები