“ქართული ოცნება” ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობას დაატოვებინებს
”ქართული ოცნება” ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობას დაატოვებინებს. ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენოთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.
მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.