რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტის პირველ საგრანტო კონკურსში კასპელმა გიორგი ნიპარიშვილმა გაიმარჯვა

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), საქართველოში ახორციელებს USAID -ის „ZRDA“-ას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტის პირველ საგრანტო კონკურსში კასპელმა გიორგი ნიპარიშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ქართულ – ხალხურ საკრავებს ამზადებს და 10000 ლარით დაფინანსდა. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მეორე საგრანტო კონკურსში დაფინანსება კიდევ ორმა კასპელმა ახალგაზრდამ მოიპოვა. საკუთარი იდეების განსახორციელებლად თამაზ მცურავიშვილი 10000, ხოლო დიმიტრი ჩიჩუა 6000 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს ადგილზე პროექტის განხორციელებას, რითიც ცდილობს ახალგაზრდებს ტრენინგების მიმდინარეობისას საჭირო პირობა შეუქმნას, რათა შეძლონ საკუთარი იდეების საფუძველზე გახდნენ ახალგაზრდა მეწარმეები, დაასაქმონ ადამიანები და სტიმული გაუჩინონ თანატოლებს.

„კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გიორგი ნიპარიშვილს, თამაზ მცურავიშვილს და დიმიტრი ჩიჩუას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. ახალგაზრდებო, 2020 წლის გაზაფხულზე გელოდებათ კონკურსის მესამე ეტაპი, იაქტიურეთ, გახდით ახალგაზრდა მეწარმეები – შექმენით საკუთარი ბიზნესი. მადლობა ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)-ს, USAID-ის და „ZRDA“-ს,“ – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები