ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საახალწლო გაფორმებებისთვის 11 016 ლარი გამოიყო
ნინოწმინდაში რამდენიმე დღეა ქალაქის გაფორმებისა და ნაძვის ხის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს.
წელს, დედაქალაქის მერიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს საჩუქრად 1000-მდე ყვითელი LED განათება გადასცა, რასაც მთლიანი ქალაქის დიზაინის შეცვლისთვის გამოიყენებენ. ახალი წლის გაფორმებისა და აღნიშვნისათვის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 11 016 ლარი გამოიყო. ტენდერში არარატ არზუმანიანმა გაიმარჯვა.
პროექტი ახალი ნაძვის ხის შეძენას ითვალისწინებს. ასევე დამონტაჟდება ორი ვარსკვლავი, გარდა ამისა, იქნება სხვა დეკორატიული ორნამენტები.