საფრანგეთმა Bloomberg-ს, ყალბი რელიზისთვის, 5 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

საფრანგეთის საფინანსო ბაზრის სამმართველომ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ს ყალბი რელიზის გავრცელებისთვის 5 მლნ ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

საფრანგეთის სამშენებლო კომპანიამ Vinci-ზე, რომელმაც სააგენტოს ინფორმაციის გავრცელების შედეგად აქციების 18,2% დაკარგა.

საუბარია 2016 წელზე, როდესაც „ბლუმბერგმა“ პრეს-რელიზი მიიღო იმის შესახებ, რომ კომპანია Vinci-მ ფინანსური დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ, ფინანსური მაჩვენებლების გადახედვით არის დაკავებული.

პრეს-რელიზი, რომელიც „ბლუმბერგმა“ მიიღო თითქოს ხელმოწერილი იყო Vinci-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მიერ, თუმცა საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შეცდომით იყო მითითებული.

საფრანგეთის სამმართველომ დაადგინა, რომ “Bloomberg LP არ დაიცვა წესი და კანონი, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობას არეგულირებს და გამოქვეყნებამდე ინფორმაციის გადამოწმება არ მოუხდენია“.

ასევე აღნიშნულია,რომ სააგენტომ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, რამაც კომპანიას ზარალი მოუტანა.

თავის მხრივ, Bloomberg-ში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან თავს ტყუილის მსხვერპლად მიიჩნევენ.

„სააგენტო ტყუილის მსხვერპლი აღმოჩნდა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც თაღლითების სამიზნე იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ყალბი რელიზი სააგენტო France-Presse-მაც მიიღო, თუმცა არ გაუსაჯაროვებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები