ნიკოლოზ ბასილაშვილი სკანდალში გაეხვა – ჩოგბურთელი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

ქართველი ჩოგბურთელი სკანდალში გაეხვა, რომლის მიხედვითაც ჩოგბურთელთა დიდ ნაწილს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობას ედავებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ZDF ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, უკანონო ფსონებში მონაწილეობაზე ეჭვმიტანილია 135 ჩოგბურთელზე მეტი, ხოლო გამოძიება მოიცავს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის, ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

კერძოდ, ამჟამად მუშაობა ერთ გერმანელ ჩოგბურთელთან, მიმდინარეობს, რომელმაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ საქმეში გადის ATP-ის რეიტინგის TOP30-ის წევრი, რომელსაც პროფესიულ დონეზე სამი ტურნირი აქვს მოგებული.

„ლაპარაკია სომხურ მაფიოზურ ქსელზე, რომელიც თავის გავლენას ავრცელებს ევროპის შვიდ ქვეყანაზე. ეს ძალიან დიდი და ორგანიზებული ქსელია, – განაცხადა ბელგიის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ერიკ ბიშოპმა. – ეს მაფია სტრუქტურულად კარგად არის ორგანიზებული, მას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ანგარიშებზე არიან პასუხისმგებლები, არიან ფულის გათეთრებით დაკავებულნი და ისინი, ვინც უშუალოდაა კონტაქტში ჩოგბურთელებთან“.

2019 წელს, ანტიკორუფციულმა ორგანიზაცია Tennis Integrity Unit-მა უკვე გამოავლინა და დისკვალიფიკაცია მისცა 20 ჩოგბურთელს ATP-სა და WTA-ის ტურებიდან.

ერთ-ერთი დისკვალიფიცირებული იყო არგენტინელი მარკო ტრუნგელეტი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას უკავშირდებოდნენ დანაშაულებრივი ქსელის წარმომადგენლები.

„რეიტინგის TOP50-ში არიან პროფესიონალები, რომლებსაც გავლენა აქვთ მატჩების შედეგებზე. არ შეიძლება იმის ლაპარაკი, რომ ტყუილი და თაღლითობა მხოლოდ ATP-ის რეიტინგის ქვედა ნაწილშია. ეს ყველა დონეზე ხდება“, – თქვა ტრუნგელეტიმ.

რაც შეეხება ნიკოლ ბასილაშვილს, მის შესახებ ინფორმაცია იტალიურ და ბრაზილიურ პრესაში გავრცელდა, სადაც მთავარ ეჭვმიტანილად სწორედ ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილია დასახელებული.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

„ცრუ ინფორმაცია ჩემს შესახებ გაუგებარი იტალიურ ვებგვერდზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებიდან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია“, – წერს ბასილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები