ზუგდიდში სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდვაჭრობის” აქციის მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ ენგურის წინ სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდვაჭრობის” აქციის მფლობელებმა კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, წინა ხელისუფლების პირობებში, სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიასა და სამეგრელოს გუბერნატორის, ზაზა გოროზიას დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით, 2007 წელს მოქალაქე დათო როგავამ სააქციო საზოგადოების 35 პროცენტი სრულიად უკანონოდ გადაიფორმა.
მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას უკვე გამოძიება დაწყებული აქვს თუმცა, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.
როგორც ყოფილი აქციონერები აცხადებენ, დათო როგავას აღნიშნულ ტერიტორიაზე ტოტალიზატორის გახსნა სურს, რაც ზუგდიდელ ახალგაზრდებზე ცუდად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები