თბილისში ელდარ ნადირაძის წიგნის „ერევნის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ისტორიკოსის, პროფესორ ელდარ ნადირაძის წიგნის „ ერევნის სახანოს“ პრეზენტაცოა გაიმართა.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ჰეიდარ ალიევის ფონდისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალურ-პოლიტიკურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის ფუად ახუნდოვის ღვაწლს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად განხორციელებულ პროექტებში, კერძოდ ერევნის სახანოს მემკვიდრეობისა და მისი ისტორიის კვლევა – მოძიებაში.

ნადირაძის განცხადებით, წიგნზე მუშაობა სამი წელი გრძელდებოდა და ეს არის მისი მესამე ნაწარმოები, რომელიც აზერბაიჯანს და მის ისტორიას უკავშირდება.
კავკასიის ისტორიული ცენტრის დირექტორის რიზვან ჰუსეინოვის შეფასებით, ელდარ ნადირაძეს თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კავკასიის და აზერბაიჯანის ისტორიის პოპულარიზაციაში. ჰუსეინოვის განცხადებით ,ქართულ აზერბაიჯანული თანამშრომლობაკულტურის,ისტორიის და მეცნიერების სფეროში მომავალშიც გაგრძელდება. კავკასიის ისტორიული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით „ერევნის სახანო“ ახლო მომავალში ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.წიგნი უკვე გამოიცა აზერბაიჯანულ,რუსულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს და აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძეც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები