2019 წლის ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს გორის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ

მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების კურდამთავრებული 26 წარმატებული ახალგაზრდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
,,ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე, მეხუთე წელია ხორციელდება. ახალგაზრდების დაჯილდოებისთვის თანხა (13 000 ლარი) ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან“ გამოიყო. გარდა სტუდენტების ფინანსური წახალისებისა, მერიამ მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში 7 საინტერესო პროექტი დააფინანსა, რომელებიც ხელს უწყობდა მოსწავლე – ახალგაზრდობის ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას.”,- ნათქვამია გორის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები