სუბარი ბოკერიაზე: ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია

ვინმეს რომ პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი წინასწარ პატიმრობაში არ არის, გამოძიება ვადებში შეზღუდული არაა და ის გრძელდება იმგვარად, რის შესაძლებლობასაც საქმის მასალები იძლევა.

“ვინმეს რომ მისი პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა. მაგრამ ცხადია, რომ აქ ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია და გამოძიება ისე მიდიოდა, როგორც მას მიაჩნდა საჭიროდ და როგორ შესაძლებლობასაც საქმის მასალები იძლეოდა. საეჭვო აქ არაფერი არ არის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები