ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან მოლაპარაკებები.
გარდა ამისა, მოხდება ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა, რომლებიც ქვეყნებს შორის პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.
ზელენსკი, ბაქოში აზერბაიჯანის უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.