შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში 2019 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერები შეხვდნენ. შეხვედრაზე 2019 წელს განხორციელებული პროექტები და 2020 წლის გეგმები განიხილეს.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, რეგიონში დაგეგმილი პროექტები დათქმულ ვადებში და სტანდარტების დაცვით შესრულდა.
“მიმდინარე წელს რეგიონში პროექტები დათქმულ ვადებში და რაც მთავარია, შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდა. ამიტომ, პირველ რიგში მადლობას ვუხდი თითოეულ კომპანიას გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, არანაკლებ დატვირთული გვექნება და ვიმედოვნებ, ჩვენს თანამშრომლობას ისევ აქტიურად და პროდუქტიულად გავაგრძელებთ.”- აღნიშნა რწმუნებულმა.

წლის განმავლობაში რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გზების, სანიაღვრეების, სასმელი და სარწყავი სისტემების, ამბულატორიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მათი გარკვეული ნაწილი გარდამავალია და 2020 წელს დასრულდება. გარდა ადგილობრივი ბიუჯეტისა, პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, აქტიურად მიმდინარეობს, ატენის სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საპარკინგე სივრცის მოწყობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კასპის პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობა. თითოეულ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის 67 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ჯამში, მიმდინარე წელს შიდა ქართლში 71 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 617 პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები