100 ათასზე მეტი ადამიანი ერთი იდეის გარშემო – “ქართულმა ოცნებამ” “ევროპის კვირეული” საზეიმო ღონისძიებით დახურა

დედაქალაქში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიებას “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, მხარდამჭერები საქართველის თითქმის ყველა რეგიონიდან შეუერთდნენ.
ქუთაისიდან დედაქალაქში “ქართული ოცნების” 3 700-ზე მეტი მხარდამჭერი გამოემგზავრა. კოლონები თბილისისკენ გამთენიისას დაიძრა.
“საქართველო არის ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა,საზეიმო ღონისძიებაა თბილისში და მივდივართ, რომ მივიღოთ მასში მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ევროსაბჭოს თავჯდომარეობა, ეს ქვეყანას პირველ რიგში ცნობადობას მოუტანს, შემდეგ კი ყველანაირ სიკეთეს”,- განაცხადა ქუთაისის მცხოვრებმა, ზვიად წაქაძემ.

ღონისძიებას ათასობით ადამიანი  აჭარიდანაც შეუერთდა. ისინი მბობენ, რომ მათთვის ღონისძიებაში მონაწილეობა ორმხრივად მნიშვნელოვანია – ერთის მხრივ ისინი საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, მეორეს მხრივ კი მმართველ გუნდის მხარდაჭერას გამოხატავენ.

დედაქალაქში ოცნების წარმომადგენლები, ჯამში 6000 ადამიანი სამეგრელოდანაც გაემზავრა
“ოცნების” წევრების თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან  საქართველოს მომავალი სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას. ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღევანდელი დღით ისინი ხელისუფლების მხარდაჭერასაც გამოხატავენ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდიდან 6 000-ზე მეტი ადამიანი მიდის და 200-მდე სატრანსპორტო საშუალების მობილიზება მოხდა.
“იძულება ჩვენი ხელწერა არაა, ეს უფრო წინა ხელისუფლებისგან მოვიკითხოთ. დღესაც ძალიან ბევრი გვიკავშირდებოდა და აქვთ სურვილი წასვლის. მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო უზრუნველყოფა იყო ქართული ოცნების მიერ უზრუნველყოფილი, ხოლო დანარჩენი საკუთარ ნება-სურვილზე მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ”,- განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მართველი გუნდის მხარდამჭერების კოლონა საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა ლეჩხუმიდანაც. როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ ამბობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და სტრასბურგში მოძრავ ტრამვაიზე ქართული ანბანი იყო დაწერილი. სწორედ, ამიტომ როგორც ისინი ამბობენ, სურთ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ამასთან, მმართველი გუნდისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.

მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებაზე ოზურგეთიდან 2000-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. კოლონა სოფელ ნაგომარის ცენტრში შეიკრიბა და თბილისისკენ დაიძრა.

 

3500-ზე მეტი ადამიანი ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით გორიდან დასავლეთიდან წამოსულ კოლონებს შეუერთდა. გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც დედაქალაქისკენ ერთი მიზნით- საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად გაემგზავრნენ.

საზეიმო ღონისძიებას არ გამოაკლდა აღმოსავლეთ საქართველო. კახეთიდან თბილისში კოლონები დილიდან დაიძრა. მხოლოდ ყვარლიდან და თელავიდან მმართველი გუნდის 13 ათასამდე მხარდამჭერი გაერთიანდა.
​ისინიც, როგორც თავად აღნიშნეს, საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებით, ხაზს უსვამენ ევროპულ არჩევანს და ამასთან, მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ.

მოვლენებს არც სამცხე-ჯავახეთი ჩამორჩა.  ბორჯომელებმა ღონისძიებისთვის სამზადისი გამთენიისას დაიწყეს. თბილისის მიმართულებით  კოლონა 50-ზე მეტი მიკროავტობუსით და მსუბუქი ავტომობილით დაიძრა.

 

რეგიონების კოლონებს 14 საათზე 2000-ზე მეტი ადამიანით რუსთავიც შეურთდა.

საბოლოოდ მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან თავისუფლების მოედანზე ერთი იდეიის გარშემო შეიკრიბნენ. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გამართული ევროპის კვირეული საზეიმო ღონისძიებით სწორედ დედაქალაქის ცენტრში დასრულდა. მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომა იზეიმეს და აღნიშნულით ქვეყნის ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები