სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას.

„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.

​კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!“ – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

​ცნობისათვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები