ბრიტანეთის არჩევნები: ჯონსონმა უმრავლესობა მოიპოვა, ლეიბორისტების ლიდერი კი, თანამდებობას ტოვებს

ბრიტანეთში 12 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, კონსერვატიულმა პარტიამ, პრემიერ ბორის ჯონსონის ლიდერობით, პარლამენტში 368 მანდატი მოიპოვა.

“ლეიბორისტებს” 203 მანდატი ერგო, რაც ექსპერტების შეფასებით, 1935 წლიდან ყველაზე ცუდი შედეგია. პარტიის თავმჯდომარემ ჯერემი კორბინმა უკვე განაცხადა, რომ პარტიის ლიდერის თანამდებობას დატოვებს.

„ლეიბორისტული პარტიისთვის ძალიან ცუდი შედეგი დადგა. ცხადია, რომ მე, მომდევნო არჩევნების დროს პარტიას ვერ ვუხელმძღვანელებ“, – განაცხადა კორბინმა.

დამდგარი შედეგის მიხედვით, ბორის ჯონსონი უკვე 31 იანვარს „ბრექსიტთან“ დაკავშირებული შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, „დამდგარი შედეგი ბორისის დიდ გამარჯვებად გამოიყურება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები