ხულოს მერი სოფელ ვერნების მოსახლეობას გაჩენილი მიწის ნაპრალების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად სოფელ ვერნების მოსახლეობას შეხვდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, სოფელ ვერნების ზემოთ გაჩენილი მიწის ნაპრალების გეოლოგიური შესწავლა და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობა სთხოვა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირები მოსახლეობას მხარდაჭერას დაპირდნენ და აღნიშნეს, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნულ ტერიტორიას შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები შეისწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები