ესპანეთში არალეგალმა შშმ პირი სიკვდილს გადაარჩინა, ხელისუფლება მისთვის ბინადრობის ნებართვის მიცემაზე ფიქრობს

ესპანეთში, სენეგალელმა არალეგალმა მიგრანტმა, შშმ პირი ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოიყვანა.

მედიის ინფორმაციით, გორგუი ლამინე სოუ ქუჩაში იყო, როდესაც ახლოს მდებარე სახლიდან ყვირილის ხმა გაიგო და სახლის მეორე სართულზე შავი კვამლი დაინახა.

20 წლის სოუმ აივნის მხრიდან ავიდა ბინაში და ეტლს მიჯაჭვული ადამიანი ბინიდან გამოიყვანა.

სოუ სამკაულების გაყიდვით ირჩენს თავს. მამაკაცის გადარჩენის შემდეგ, მან ნივთები შეაგროვა და ადგილიდან მიიმალა, იმის შიშით, რომ პოლიცია მას ნივთებს წაართმევდა.

თუმცა, მომხდარს გამოხმაურება მოჰყვა და ახლა ესპანეთის ხელისუფლება სოუსთვის ბინადრობის უფლების მიცემაზე ფიქრობს.

2018 წელს მსგავსი ისტორია საფრანგეთში მოხდა, როდესაც მიგრანტმა მალიდან მამუდ გასამამ ბავშვი გადაარჩინა, რომელიც მეოთხე სართულის აივნიდან ვარდებოდა.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას საფრანგეთის მოქალაქეობა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები