ირმა ნადირაშვილი: დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი

“ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი “ქართული ოცნების“ დეპუტატების ბრალდებებს პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოწვეულ სუნთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, დროა სახელი ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადაიკეთოს.

“არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი”, – წერს ნადირაშვილი.

პარლამენტის შენობაში მძაფრი, სპეციფიკური სუნის დაყენება “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებით “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების, ირმა ნადირაშვილისა და ლელა ქებურიას შესვლას დაემთხვა.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დასხმული გაურკვეველი ნივთიერების გამო, პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები