აზერბაიჯანის საგარეო უწყება: საქართველოს საზღვართან ინციდენტის მსგავსი ხდება, მაგრამ ისინი პროვოკაციულ ხასიათს არ ატარებენ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ჰალაფ ჰალაფოვის შეფასებით, 6 დეკემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტების მსგავსი ხდება, თუმცა ისინი პროვოკაციულ ხასიათს არ ატარებენ.
„შესაძლოა ეს გარკვეული შეცდომებიდან და მოვლენებიდან გამომდინარეობს. მსგავსი ვითარებები სასაზღვრო სამსახურებს შორის გვარდება, მაგრამ სახელმწიფოთაშორის საკითხს არ წარმოადგენენ“, – განაცხადა ჰალაფოვმა.
საქართველოს შსს-ს ცნობით, 6 დეკემბერს საქართველო – აზერბაიჯანის საზღვარზე ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა აზერბაიჯანის საავადმყოფოში ჩაუტარდა.