რუსკა თევზაძე: დღეს მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რიგი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნულოვან პოლიტიკურ კულტურას
დღეს მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რიგი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნულოვან პოლიტიკურ კულტურას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსკა თევზაძე წერს.
მისივე თქმით, პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური უკულტურობა სასწორზეა.
“დღეს მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რიგი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნულოვან სამოქალაქო ცოდნასა თუ ცნობიერებას, კიდევ უფრო დიდი დოზით ნულოვან პოლიტიკურ კულტურას. აქვე ძალიან ვწუხვარ, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი, თავის დროზე ხელისუფლების მიერ ოპოზიციური სპექტრის მიმართ გადადგმული, თანამშრომლობაზე დაფუძნებული კოლეგიალური ნაბიჯები, თუ რაოდენ არაკუთვნილი და არაჯეროვანი გამოდგა. სასწორზეა პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური უკულტურობა!!! თეორიულ-პრაქტიკული მოცემულობით პოლიტიკური კულტურა ყოველთვის იმარჯვებს, უბრალოდ ამას დრო და მოთმინება სჭირდება”,- წერს თევზაძე.