ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლებიც Brexit-ის ბედს გადაწყვეტენ

ბრიტანეთში, დღეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგად აირჩევიან ის კანონმდებლები, რომლებიც Brexit-ის საკითხს განიხილავენ.

არჩევნებზე მთავარი კონკურენტები არიან მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც აცხადებს, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან 31 იანვრამდე გაიყვანს და ოპოზიციის ლიდერი ჯერემი კორბინი, რომელიც „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მორიგი რეფერენდუმის გამართვის პირობას დებს.

ჯონსონი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა „ბრექსიტთან“ დაკავშირებულ შეთანხმებას დაუჭერს მხარს.

უცხოური მედია აღნიშნავს, რომ გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებზე ჯონსონი მოიპოვებს გამარჯვებას.

31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ პერიოდში შედის, რომლის დროს ის ევროკავშირთან ახალ ურთიერთობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში იქნება. ჯონსონმა პირობა დადო, რომ პროცესს 2020 წლის ბოლომდე დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები