ლაშა ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა “ნაცმოძრაობას”, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას

სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას და იმ არაევროპულ ძალას, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს დღეს დასავლური დისკურსი და ეს მართლა არის ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგმა განაჩენი გამოუტანა არამხოლოდ” რუსთავი 2″-ს, არამედ იმ ჩვენს მედიაექსპერტებს.

“როდესაც თავისუფალი სიტყვის დაცვის კეთილშობილური იდეის ქვეშ შენ თავს ესხმი მოსამართლეს, ლანძღავს, აგინებ, აგრესიულად იქცევი, – შენ არ ხარ ევროპა. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას და იმ არაევროპულ ძალას, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს დღეს დასავლური დისკურსი და ეს მართლა არის ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა, მაგრამ განაჩენი ქართველმა ხალხმა გაცილებით ადრე გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას”. რაც შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის, ყველაფერი, რაზეც ილაპარაკა სტრასბურგმა, არცერთ ჩვენს პატივცემულ არასამთავრობო ორგანიზაციას საკუთარ ვერდიქტებში, პერიოდულობით როგორ იქცეოდა ეს ტელეკომპანია და იქ ოკუპანტის მიერ დანიშნული „გაულაიტერი”, ხმა არ ამოუღია. ანუ სტრასბურგმა განაჩენი გამოუტანა არამხოლოდ” რუსთავი 2″-ს, არამედ იმ ჩვენს მედიაექსპერტებს, იმ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აწესებენ სტანდარტებს, ადგენენ სტანდარტებს და გასცემენ სერტიფიკატებს ამ სტანდარტებთან შესაბამისობის და ჩემი აზრით, სტრასბურგმა მათ ამის ლიცენზია ჩამოართვა. წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა შეემუშავებინა ერთი ვირტუალური “ნიუსრუმი”, სადაც იერარქია ჟურნალისტების, ექსპერტების და სხვადასხვა აქტორის, მათი კომპეტენტურობა, გამოცდილება, კეთილსინდისიერება ან პასუხისმგებლობა კი არ არის, ერთადერთი კრიტერიუმია – ვინ შეძლებს, უფრო მძაფრად დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. ვინაიდან კომპეტენცია არ არის კრიტერიუმი, ვინაიდან კეთილსინდისიერება არ არის კრიტერიუმი, ვინაიდან მეხსიერება არ გვაქვს, იმიტომ რომ ექსპერტს შეუძლია 23-ჯერ იწინასწარმეტყველოს რაღაც და არ დადასტურდეს, მაგრამ 24-ედ მოიყვანონ სტუდიაში”,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები