რუსთავში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშების მდგომარეობა მძიმეა – 22 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშის მდგომარეობა მძიმეა. როგორც “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მეორეს მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია.
“სასწრაფო დამხარების ეკიპაჟმა ორი მამაკაცი შემოიყვანა ტრამვის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ერთის მდგომარეობა უფრო სერიოზულია მეორესთან შედარებით, ამჟამად არის აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი, მინდინარეობს გამოკვლევები შინაგანი ორგანოების დაზიანებების გამორიცხვის მიზნით. მეორე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურებულია და რჩება დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა დავით გოგოძემ.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე 22 წლის ახალგაზრდა იმყოფება.

შშს-ში “რეგიონულ კვირას ” განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც შრომის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები